მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან ბოკერია: "ჯორჯიან ეარვეისის" სუბსიდირება მთავრობის მხრიდან არ მოხდება

5d9dc625c55d5
ლიკა გურაბანიძე
09.10.19 16:10
1494

"ჯორჯიან ეარვეისის" სუბსიდირება მთავრობის მხრიდან არ მოხდება", - ამის შესახებ "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განაცხადა. როგორც ბოკერია აღნიშნავს, მთავრობის მხრიდან კომპანიის პრობლემების მიმართ "სრული იგნორია".

"ჩვენ მოვითხოვდით, რომ როგორც მთავრობა ახორციელებს ავიაკომპანიების Wizz Air-ის და Ryan Air-ის სუბსიდირებას, ეროვნული ავიაკომპანიისთვისაც მსგავსი სახის სუბსიდირება მომხდარიყო.

ავიაკომპანიების მარკეტინგული დაფინანსება, რაც მთავრობის სუბსიდირებით არაპირდაპირი გზით ხვდება, ჩემი მონაცემებით, Wizz Air-ის შემთხვევაში 25 მლნ-ია, Ryan Air-ის შემთხვევაში 32 მლნ, ხოლო "ჯორჯიან ეარვეისის" შემთხვევაში ეს არის 0. აქედან გამომდინარე, ჩვენ ნებისმიერი მთავრობის მხარდაჭერას დიდი სიამოვნებით შეხვდებით, რადგან ეს ჩვენი საოპერაციო ხარჯების შემცირება იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენი სერვისი და ხარისხი გავზარდოთ, ხოლო მომხმარებლისთვის ფასები შევამციროთ, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს მთავრობის მხრიდან ჩვენი პრობლემების მიმართ სრული იგნორია", - აღნიშნა ბოკერიამ.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები