მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ კომპანიებს გადაეცა ქონება და რა კომპანიებისთვის შეიცვალა პრივატიზების პირობები - მთავრობის დადგენილებები

643511044568a
BM.GE
12.04.23 00:27
987
10 აპრილის მთავრობის სხდომაზე ყველაზე მეტი საკითხი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა. ეს პროექტები სახელმწიფო ქონების გადაცემას და ინვესტორებთან უკვე გაფორმებული შეთანხმებების ცვლილებებს ითვალისწინებდა.

ეს პროექტები ასე ნაწილდება:

1) “საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბორჯომის სამოთხისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, “ბორჯომის სამოთხე” 2022 წლის ივლისში დაფუძნდა. კომპანიის მთავარი პარტნიორია ეკატერინე სვანიძე (52%); დანარჩენი წილი კი დავით თოფურიძეს (25%) და გივი ნემსაძეს (25%) ეკუთვნით. უცნობია უშუალოდ რა ტერიტორია გადაეცემა აღნიშნულ კომპანიას პირდაპირი მიყიდვის წესით. ასევე უცნობია რა თანხას გადაიხდის კომპანია ამ ქონებაში.

2) საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „მეფის ქალაქის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, “მეფის ქალაქი” 2019 წლის დეკემბერში დაფუძნდა. კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი ბიზნესმენი ვახტანგ კაპანაძეა. უცნობია უშუალოდ რა სახის ხელშეწყობის ღონისძიებები არის გათვალისწინებული კომპანიის მიმართ მთავრობის დადგენილებით.

3) საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ჯიდიეი დანრეს ქარის ელექტროსადგურის’’ პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე”.

ბიზნეს რეესტრში არ მოიძებნება კომპანია სახელწოდებით ჯიდიეი დანრეს ქარის ელექტროსადგური. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია უშუალოდ რა პროექტზე არის საუბარი მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში. ასევე უცნობია რომელი კომპანია განიხილავს ამ პროექტში ინვესტირებას.

4) საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ქლინ ენერჯი ინვესთ ეი. ეს - სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2014 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული აჭარისწყალის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის (ნაწილი 1) მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შეცვლილი და განახლებული ხელშეკრულების ცვლილების შესახებ“.

აჭარისწყალი ჯორჯია ნორვეგიული Clean Energy-ისა და ინდური Tata Power-ის ერთობლივი პროექტია. კომპანიის საკუთრებაშია შუახევის ჰესების კასკადი, რომლის დადგმული სიმძლავრე 187 მეგავატ საათს შეადგენს. უცნობია უშუალოდ რა პირობების კორექტირება მოახდინა მთავრობამ მიღებული გადაწყვეტილებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები