აშშ-მა რუსეთიდან ნავთობის და გაზის იმპორტი აკრძალა, ევროკომისიამ კი ახალი სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც რუსეთზე ევროკავშირის ენერგოდამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.
გეგმა სახელწოდებით - REPowerEU ევროკავშირის მომარაგების წყაროების დივერსიფიცირებასა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას მოიცავს. ევროკომისიის ვარაუდით, აღნიშნული გეგმის საშუალებით, 2022 წლის ბოლომდე რუსულ გაზზე მოთხოვნა 66%-ით შემცირდა, 2030 წლამდე კი ევროკავშირი რუსეთისგან სრულ ენერგოდამოუკიდებლობას მოიპოვებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ყოველწლიურად, დაახლოებით, 130 მილიონი ტონა ქვანახშირის იმპორტს ახორციელებენ, რომელიც, ძირითადად, ელექტროენერგიის მისაღებად გამოიყენება.
EU-ს სამოქმედო გეგმის ზუსტი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ გაერთიანებამ ენერგოპროდუქტების, მათ შორის, ქვანახშირის იმპორტი სხვა მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან გაზარდოს.
ქვანახშირის გლობალური რეზერვები ქვეყნების მიხედვით:
1. აშშ - 254,197,000,000 ტონა, გლობალური მოცულობის 22.3%;
2. რუსეთი - 176,770,840,800 ტონა, 15.5%;
3. ავსტრალია - 159,634,329,600 ტონა, 14.0%;
4. ჩინეთი - 149,818,259,000 ტონა, 13.1%;
5. ინდოეთი - 107,726,551,700 ტონა, 9.5%;
6. გერმანია - 39,802,209,480 ტონა, 3.5%;
7. უკრაინა - 37,891,906,250 ტონა, 3.3%;
8. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - 35,053,458,000 ტონა, 3.1%;
9. პოლონეთი - 28,451,723,410 ტონა, 2.5%;
10. ყაზახეთი - 28,224,647,550 ტონა, 2.5%;
11. ინდონეზია - 24,910,001,380 ტონა, 2.2%;
12. თურქეთი - 12,514,525,430 ტონა, 1.1%;
13. ახალი ზელანდია - 8,349,998,250 ტონა, 0.7%;
14. სერბეთი - 8,282,757,340 ტონა, 0.7%;
15. ბრაზილია - 7,270,836,760 ტონა, 0.6%.