მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა

63cf9b8289068
BM.GE
24.01.23 13:00
115376
Passport Index-ი ქვეყნებს აფასებს მათი პასპორტების შესაძლებლობით თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლიათ მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივეული წესით შესვლა.

აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ 75 ქვეყანაში შეუძლიათ შესვლა; 52 ქვეყანაში ვიზის აღება ჩასვლისას არის შესაძლებელი, ხოლო 71 ქვეყანაში შესვლისთვის ვიზა საჭიროა.

ინდექსის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე თავისუფლად ევროპისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე შეუძლიათ მოგზაურობა.

შენიშვნა: ვიზა ჩასვლისას არის პროცედურა, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ვიზას საერთაშორისო აეროპორტშივე იღებს.

უფრო დეტალურად და ამავდროულად დაზუსტებული სახით სავიზო ინფორმაცია იხილეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები