მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ტურისტულ ლოკაციებს უნდა მოხმარდეს 200 მლნ ლარი?

BM.GE
05.12.22 11:17
302
2023 წლიდან ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამისთვის ბიუჯეტიდან ₾200 მლნ გამოიყოფა. მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილის შემტანია, რის გამოც მომავალი წლიდან თანხის ნაწილი ახალი ლოკაციების, ნაწილი კი არსებულის რეაბილიტაციაზე დაიხარჯება. 

კურორტების განვითარების მიმართულებით ჩასატარებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან კოორდინაციით განახორციელებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა BMG-ის განუცხადა, ლოკაციების შერჩევა უკვე დასრულებულია და პირველადი პროექტების სახით საზოგადოებას მალე წარედგინება, რის შემდეგაც უკვე ხარჯვითი ნაწილი გაიწერება. 

სად არის განვითარების რესურსი და რა იცის სექტორმა მთავრობის ახალ ინიციატივაზე? 

სტუმარი: ნატა კვაჭანტირაძე - საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები