რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე, უსაფრთხოება და თავდაცვა გლობალურ დონეზე უმნიშვნელოვანეს საკითხებად იქცა.
ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განმსაზღვრელი ძირითად ფაქტორებია: ბიუჯეტი, სამხედროთა და რეზერვისტთა რაოდენობა, ტექნოლოგიური შესაძლებლობები, მომზადების დონე, საბრძოლო არსენალი და ბუნებრივი რესურსები.
ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ძვირადღირებული შეიარაღებული ძალები ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს. აშშ-ის ყოველწლიური ბიუჯეტი 778 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3.7%-ია.
აშშ-ის სამხედრო არსენალი 9 000-მდე ტანკს, 14 000 თვითმფრინავს, 72 წყალქვეშა ნავს და 10 ავიამზიდს მოიცავს, ქვეყნის აქტიური სამხედრო პერსონალი რაოდენობა კი 1.4 მილიონს შეადგენს. ექსპერტების შეფასებით, აშშ-ის თავდაცვითი ძალები ყველაზე თანამედროვე საბრძოლო ტექნიკას და ტექნოლოგიებს ფლობენ; გარდა ამისა, ამერიკელი სამხედროები მომზადების უმაღლესი დონითაც გამოირჩევიან.
საკითხავია, თუ რომელი სახელმწიფო იკავებს საერთაშორისო რეიტინგში მეორე ადგილს. თავდაცვითი ბიუჯეტის მოცულობით მეორე ადგილზე ჩინეთია, რომელიც ყოველწლიურად 250 მილიარდამდე დოლარს ხარჯავს, საბრძოლო არსენალის მოცულობით კი მეორე ადგილს რუსეთი იკავებს, რომელსაც 15 000-ზე მეტი ტანკი და 3 500-მდე თვითმფრინავი ჰყავს.
აქტიური სამხედრო პერსონალის რაოდენობით (2.3 მლნ) ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, რუსეთის სამხედრო სისტემა კი 900 000-მდე აქტიურ პერსონალს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტი, დაახლოებით, 5 მილიარდ დოლარს შეადენს (მშპ-ს 3%), აქტიური სამხედრო პერსონალის რაოდენობა კი 250 000-ია.
ქვეყნების რეიტინგი სამხედრო ბიუჯეტის მიხედვით:
1. აშშ - $778 მლრდ, მშპ-ს 3.7%;
2. ჩინეთი - $252 მლრდ, მშპ-ს 1.7%;
3. ინდოეთი - $72 მლრდ, მშპ-ს 2.9%;
4. რუსეთი - $61 მლრდ, მშპ-ს 4.3%;
5. გაერთიანებული სამეფო - $59 მლრდ, მშპ-ს 2.7%;
6. საუდის არაბეთი - $57 მლრდ, მშპ-ს 8.4%;
7. გერმანია - $52 მლრდ, მშპ-ს 1.4%;
8. საფრანგეთი - $52 მლრდ, მშპ-ს 2.1%;
9. იაპონია - $49 მლრდ, მშპ-ს 1.0%;
10. სამხრეთ კორეა - $45 მლრდ, მშპ-ს 2.8%.
Global Firepower-ის ინდექსით, რომელიც საბრძოლო იარაღის რაოდენობას, შეიარაღების მრავალფეროვნებას, ბუნებრივ რესურსებს და სამხედროთა რაოდენობას ითვალისწინებს, რუსეთის და ჩინეთის სამხედრო ძალების შესაძლებლობები თითქმის ერთნაირია და მათ სარეიტინგო ქულებს შორის განსხვავება მინიმალურია.
Global Firepower-ის ინდექსი: (0.000 = უმაღლეს შეფასებას)