მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნების ვალი აქვს აშშ-ს?

6426ffe1f2991
მარიამ იზორია
31.03.23 23:52
1289
დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს უცხოელი ინვესტორების მიმართ 7 ტრილიონ 300 მილიარდის ვალი აქვთ - ანუ მათ აშშ-ის 7 ტრილიონის ფასიანი ქაღალდები აქვთ შეძენილი.

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი, აქვეყნებს მონაცემებს, სადაც ასახულია თუ რა მოცულობის ვალი აქვს აშშ-ს ამ ინვესტორების მიმართ.

სახაზინო დეპარტამენტის მონაცემებით, აშშ ყველაზე დიდ ვალს იაპონიის მიმართ ფლობს. ამერიკას, 2022 წლის მონაცემებით, ამომავალი მზის ქვეყნის მიმართ 1 ტრილიონ 76 მილიარდი დოლარის ვალი აქვს.

2019 წლამდე აშშ-ს ყველაზე დიდი ვალი ჩინეთის მიმართ ჰქონდა, თუმცა 2019 წელს მას 250 მილიარდი დოლარის ვალი დაუფარა.

ჩინეთი - ანუ აშშ-ს რიგით მეორე მევალე ქვეყანა, რომლისაც ამერიკას 867 მილიარდი დოლარი მართებს, ნასესხები ფასიანი ქაღალდებით იუანის გაცვლით კურსს მართავს.

დიდ ბრიტანეთს 655 მილიარდი დოლარის აშშ-ის ფასიანი ქაღალდები აქვს შეძენილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის მასშტაბით ამერიკის დიდი მოცულობის ვალი ჯამში 13 ქვეყნის მიმართ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ს ყველაზე დიდი მევალე ევროპაა, შემდგომ კი აზია - 11 ქვეყნით.

სახაზინო დეპარტამენტის მონაცემებით, შეერთებული შტატების ფასიან ქაღალდებს ისეთი პატარა ქვეყნებიც ფლობენ, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 70 000-ს შეადგენს. ასეთია კაიმანის კუნძულები, 284 მილიარდი დოლარის ფასიანი ქაღალდებით. ინფორმაციისთვის: კაიმანის კუნძულებზე, ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი ჰეჯ-ფონდია განთავსებული, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ასეთ პატარა ქვეყნებს შორისაა ასევე ბერმუდა, ბაჰამის კუნძულები და ლუქსემბურგი, მათი მოსახლეობა ჯამში 1.2 მილიონია, თუმცა ქვეყნებს 741 მილიარდ დოლარის ფასიანი ქაღალდები აქვთ ნაყიდი ამერიკისგან.

იმ ქვეყნების ათეულს, რომელთაც ამერიკის ფასიანი ქაღალდები აქვთ შეძენილი, შვეიცარია, ირლანდია, ტაივანი და ინდოეთი ავსებენ, ჯამში - 975 მილიარდ დოლარის სავალო ფასიანი ქაღალდებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები