ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ტექნოლოგიური კომპანიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებსაც ერთ წუთში ყველაზე მეტი თანხის გამომუშავება შეუძლიათ. ჩამონათვალის სათავეში ონლაინ გაყიდვების პლატფორმა Amazon-ია, კომპანიას ერთ წუთში 800,000 აშშ დოლარის გამომუშავება შეუძლია.
ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ი Amazon-ს არცთუ ისე დიდი რიცხვით ჩამორჩება, კომპანიას წუთში 700,000 აშშ დოლარის გამომუშავება შეუძლია და ჩამონათვალში მეორე ადგილს იკავებს.
Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet-ი წუთში 420,000 აშშ დოლარის შემოსავალს იღებს და ჩამონათვალში მესამე ადგილზეა, Microsoft-ს კი წუთში 320,000 აშშ დოლარის მიღება შეუძლია. ჩამონათვალის ბოლოში ონლაინ სტრიმინგ კომპანია Netfix-ია, კომპანიას წუთში დაახლოებით 55,000 აშშ დოლარის შემოსავალს იღებს.
მათი სრული რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:
1. Amazon – 837,330 აშშ დოლარი
2. Apple – 691,235 აშშ დოლარი
3. Alphabet (Google) - 426,806 აშშ დოლარი
4. Microsoft - 321, 806 აშშ დოლარი
5. Facebook – 201,937 აშშ დოლარი
6. Tesla – 80,162 აშშ დოლარი
7. Netflix – 55,270 აშშ დოლარი