მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელმა კომპანიებმა, როდის და რამდენით გააიაფეს საწვავი?

63f48c57eb458
ვიქტორია მღებრიშვილი
21.02.23 13:30
1463
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბოლო პერიოდში მოსახლეობის სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტების - საწვავის, მედიკამენტების, სურსათის ფასებით დაინტერესდა და პერიოდულად ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს, გასული წლის შემდეგ ჯერ საწვავის იმპორტიორთა, შემდეგ ფარმაცევტული სექტორის და ახლა უკვე სურსათის რეალიზაციის მოკვლევა დაავალა. ყველა შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მოკვლევის პირველადი შედეგები „შემაშფოთებელი“ იყო და მთავრობის მეთაურის უშუალო ჩართულობით პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასების დარეგულირების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამჯერად ყურადღებას საწვავის ფასებზე გავამახვილებთ:

6 თებერვლის მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევის დასრულების პარალელურად, სამინისტროების მიერ სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნებოდა, რომელიც ქვეყანაში საწვავის ფასებს შეისწავლიდა. მისივე თქმით, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის გაიაფების მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები ისევ მაღალია. „არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80-თეთრიანი, თითქმის ლარამდე ფასნამატი“ - თქვა მთავრობის მეთაურმა;

• ორი კვირის შემდეგ, 20 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა 6 თებერვალს გაჟღერებული განცხადება გაიმეორა და საწვავზე ფასების კლების გაგრძელების იმედი გამოთქვა. „მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს და გავითვალისწინებთ არგუმენტებს, მაგრამ თუ ვნახავთ, რომ რაციონალური და გონივრული მარჟებით არ გაგრძელდება მუშაობა, აქაც გვაქვს გარკვეული ბერკეტები... ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს მაღალ ფასებთან ბრძოლა, ე.წ. დაკეტვით, ანუ განსაზღვრეს ზედა ჭერი. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება...“ - განაცხადა ღარიბაშვილმა;

• ამავე მთავრობის სხდომის შემდეგ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საწვავთან დაკავშირებით ბაზარზე კლების ტენდენცია ფიქსირდება, რომელიც თებერვალშიც გაგრძელდება და მათი მოლოდინით საწვავის ფასი 2 ლარს მიუახლოვდება. „ჩვენ გავაანალიზეთ მარჟები, გავაანალიზეთ ტენდენციები და ვფიქრობ, იქნება ოპტიმალური მარჟები, განსაკუთრებით ყველაზე მოთხოვნად საწვავზე“ - თქვა პრემიერმა.

ამ განცხადებების პარალელურად, მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ჟღერდება, რომ სახელმწიფო ბიზნესსაქმიანობის რეგულირებას არ აპირებს და პრემიერის მიერ ინიცირებული გადაწყვეტილებები მოსახლეობის მოთხოვნისა და გამოწვევების საპასუხოდ მიიღება.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ გასული წლის გაზაფხულზე კონკურენციის სააგენტოს მიერ საწვავის ბაზრის მოკვლევის შემდეგ, ადგილობრივი ნავთობიმპორტიორები რუსული საწვავის იმპორტზე გადაეწყვნენ, რაც ნავთობის საიმპორტო ქვეყნების რეიტინგებზეც აისახა.

შემცირდა თუ არა საწვავის ფასი ქვეყანაში ? - ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად BM.GE-მ სხვადასხვა მსხვილ გასამართ სადგურებზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში არსებული ფასები შეადარა. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ 21 თებერვლის მონაცემებით ყველაზე მოხმარებადი რეგულარის ტიპის საწვავის ღირებულება ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 2.39-დან 2.70 ლარამდეა.

სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე კი შემდეგი ფასები მოქმედებს:

Portal

პრემიუმი – 2.75 ლარი
ევრო რეგულარი – 2,25 ლარი
ევრო დიზელი – 3.69 ლარი
effect დიზელი – 3,55 ლარი
დიზელი – 3.24 ლარი


Gulf

სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 2,75 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 2.49 ლარი
რეგულარი – 2.39 ლარი
ევრო დიზელი – 3.63 ლარი
დიზელი – 3.53 ლარი
გაზი – 1.69 ლარი


Rompetrol

სუპერი – 3,56 ლარი
ევრო პრემიუმი – 2.94 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
efix ევრო დიზელი – 3,64 ლარი
ევრო დიზელი – 3,59 ლარი


Lukoil

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3,55 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 2.78 ლარი
ევრო რეგულარი – 2.55 ლარი
ევრო დიზელი –3.65 ლარი


Wissol

ეკო სუპერი – 3.56 ლარი
ეკო პრემიუმი – 2.89 ლარი
ევრო რეგულარი – 2.49 ლარი
ევრო დიზელი –3.59 ლარი
ეკო დიზელი – 3.69 ლარი
დიზელ ენერჯი – 3.54 ლარი
გაზი – 1.69 ლარი


Socar

სუპერი – 3.58 ლარი
პრემიუმი – 2.90 ლარი
რეგულარი – 2.60 ლარი
დიზელი – 3.60 ლარი
ევრო დიზელი – 3.75 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
CNG ბუნებრივი აირი - 1.65 ლარი

საწვავის ფასის ცვლილებებზე დაკვირვების საშუალებას რამდენიმე ნავთობიმპორტიორის მიერ კომპანიების ვებგვერდებზე გამოქვეყნებული საწვავის ფასების არქივი იძლევა, რომლის მიხედვით მაგალითისთვის:

Wissol-ის ქსელში ბოლოს თითქმის ყველა ტიპის საწვავის დღეს - 21 თებერვალს 5-10 თეთრით შემცირდა. უცვლელად დარჩა ეკოსუპერისა და ეკოდიზელის ფასები. ყველაზე მეტად - 10 თეთრით ევრო რეგულარი გაიაფდა, ეკო პრემიუმის, ეკო დიზელის და ევრო დიზელის ფასი კი 5-5 თეთრით შემცირდა. მანამდე 14 თებერვალს ევრო რეგულარის ფასი „ვისოლის“ ქსელში 10 თეთრით, 2.69-დან 2.59 ლარამდე შემცირდა, ეკო პრემიუმის, ეკო დიზელის, ევრო დიზელის და დიზელ ენერჯის საწვავი კი ამ პერიოდისთვის 5 თეთრით გაიაფდა.

Socar-ის შემთხვევაში ფასების ცვლილება ბოლოს 16 თებერვალს დაფიქსირდა. კონკრეტულად კი ნანო პრემიუმი 5 თეთრით, ნანო ევრო რეგულარი 10 თეთრით, ნანო დიზელი 5 თეთრით და ნანო ევრო რეგულარი 5 თეთრით გაიაფდა. მანამდე 8 თებერვალს ნანო პრემიუმის ფასი 7 თეთრით, ნანო ევრორეგულარი კი 5 თეთრით გაიაფდა.

Gulf-ის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ბოლო 18 თებერვალს შემცირდა: G-Force სუპერსა და პრემიუმზე 4 თეთრით, G-Force ევრო რეგულარზე და G-Force ევრო დიზელზე - 10 თეთრით, ევრო დიზელზე კი 6 თეთრით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები