გარიგების დასრულების შემდეგ, ბანკის აქციები საჯარო ლისტინგიდან მოიხსნება და კომპანიის 100%-ის მფლობელი თავად როტშილდების ოჯახი გახდება. ამჟამინდელი მდგომარეობით, ოჯახი საინვესტიციო ბანკის 55%-იან წილს აკონტროლებს, დარჩენილი 45% კი საფონდო ბირჟაზეა განთავსებული.
Rothschild & Co არ არის ტრადიციული ბანკი და ის არ ემსახურება ინდივიდუალურ კლიენტებს. ბანკის დანიშნულება სტრატეგიული, გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელება და როტშილდების რჩეული კომპანიებისთვის ფინანსური დახმარების გაწევაა.
როტშილდების ოჯახი კომპანიის თითოეული აქციის სანაცვლოდ საბაზრო ფასზე 20%-ით მეტს გადაიხდის, რათა ინვესტორები საკუთარი წილის დათმობაზე დათანხმდნენ.
ოჯახის ოფიციალური წარმომადგენლობის განმარტებით, როტშილდებს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ორგანიზაციაზე სრული კონტროლის მოპოვება სურთ.
Forbes-ის შეფასებით, როტშილდების ოჯახის ქონების საერთო ღირებულება 500 მილიარდ დოლარს აღწევს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.