მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

RS.GE: 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 115 000 განაცხადია რეგისტრირებული

6008068abf500
ინგა მურუსიძე
20.01.21 14:22
2931
დღეის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით, უკვე 115 000 განაცხადია დარეგისტრირებული.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, 200 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით დაქირავებულთა შესახებ პირველი თვის მონაცემების წარდგენის ვადა, დღეს, 20 იანვარს იწურება.

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად, (ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან https://eservices.rs.ge . შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.

მოქალაქეები 200 ლარიან დახმარებას მომდევნო 6 თვის განმავლობაში მიიღებენ.

200-ლარიანი დახმარების მისაღებად პირველი თვის მონაცემების წარდგენის ვადა დღეს იწურება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები