მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუბლი უფასურდება

6214f829bb0eb
BM.GE
22.02.22 18:54
1201
რუსული რუბლი უფასურდება, Bloomberg-ის სისტემაში ამჟამად ერთი რუბლის საფასური 79.4 რუბლია, ცოტა ხნის წინ კი მისი საფასური 80.7 რუბლსაც აღწევდა. ბოლო 24 საათში რუბლი 3.4%-ით გაუფასურდა.

ამ გაუფასურებით რუბლმა ფაქტობრივად მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც კურსს 2020 წლის მარტში, პანდემიის დაწყებისას ჰქონდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ რუბლის გაუფასურება აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის და ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებს უკავშირდება.

დღეს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მილსადენ Nord Stream 2-ის სერტიფიციება შეჩერდება, ხოლო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა რუსული ბანკების და პუტინთან დაახლოებული მილიარდერების სანქცირება დაანონსა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკები" აღიარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები