მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუმინეთი, მოლდოვა, ყაზახეთი - Zarbazani Wine & Beauty პროდუქციის ექსპორტისთვის ემზადება

634d5f24a0400
ვიქტორია მღებრიშვილი
18.10.22 00:40
960
ქართული ღვინის კოსმეტიკური ხაზის მწარმოებელი კომპანია Zarbazani Wine & Beauty, პროდუქტის ექსპორტზე გასატანად ემზადება.

კომპანიას ღვინოზე დამზადებული პარფიუმერული ნაწარმის ქვეყნის საზღვრებს გარეთ რეალიზების გეგმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ჰქონდა. რამდენიმე დღის წინ კი Zarbazani Wine & Beauty-ს თავისა და თმის მოვლის საშუალებები სტამბოლში გამართულ კოსმეტიკის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს. გამოფენის შედეგებზე და ექსპორტზე გასვლის გეგმებზე BM.GE-სთან კომპანიის კომერციულმა პარტნიორმა და დირექტორმა ნანა დავითაძემ ისაუბრა.

„ჩვენ ვიყავით პირველი კომპანია, რომელიც სტამბოლში, კოსმეტიკის საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგა. ღონისძიებას 3 000-მდე მონაწილე ჰყავდა.

გამოფენაზე ჩვენი პროდუქციით სხვადასხვა ქვეყნიდან 45-მდე პირი დაინტერესდა და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ყაზახეთი, მოლდოვა, რუმინეთი, ლიეტუვა - ინტერესი ძირითადად ამ ქვეყნებიდან იყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალებზე მუშაობა როდის და რა მოცულობებით გაიგზავნება ჩვენი პარფიუმერული პროდუქტი ამა თუ იმ ქვეყანაში, თუმცა რომელი იქნება პირველი საექსპორტო ბაზარი ამის თქმა ჯერ გამიჭირდება“, - ამბობს ნანა დავითაძე.

Zarbazani Wine & Beauty-მ ღვინის კოსმეტიკის საწარმო, წავკისში ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიციით, 2021 წლის ნოემბერში აამოქმედა. კომპანია ღვინისგან ისეთ პროდუქტებს ამზადებს, როგორიც არის შამპუნი, შხაპის გელი, სამასაჟე ზეთი, თხევადი და მყარი საპონი, ასევე ზაფხულიდან წარმოებაში ჩაეშვა მზისგან დამცავი ლოსიონები და ზეთები. კომპანიის კომერციული პარტნიორი ამბობს, რომ კომპანია იმ მოცულობის პროდუქტის წარმოება შეუძლია, როგორიც მოთხოვნა იქნება. შესაბამისად თვეში დაახლოებით 0.5 მლნ ბოთლის წარმოება შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები