მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა, სავარაუდოდ, 2020 წლის დასაწყისში აღდგება - "იზვესტია"

5dde1d47b381c
ნათია თაქთაქიშვილი
27.11.19 10:47
2226
რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა, სავარაუდოდ, 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგება. ამის შესახებ "იზვესტიას" მთავრობის მხრიდან ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ფრენები ახალ წლამდე უნდა განახლებულიყო, მაგრამ რესპუბლიკაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დედაქალაქში მასობრივი მიტინგების ფონზე მიმდინარეობს, ამის საშუალებას არ იძლევა.

როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა Izvestia-ს, თბილისი აუცილებლად მიესალმება ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენას, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ცოტა ხნის წინ The Moscow Airlines-ი წერდა, რომ საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვამ რუსული ავიახაზები „სასოწარკვეთილებაში“ ჩააგდო, მათმა ზარალმა დაახლოებით, 50 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (3.2 მილიარდი რუბლი).

შეგახსენებთ: ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით წელს, ზაფხულში 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შეწყდა. რუსეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ რუსულ ავიაკომპანიებს ზარალს აუნაზღაურებდა, მაგრამ როგორც რამოდენიმე ავიაკომპანიის თანამშრომელმა აღნიშნა, მათ ანაზღაურების იმედი არ აქვთ და არც - მთავრობის დაპირების შესრულების.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები