მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა - ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

63f85e9c9311f
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.23 10:52
927
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების 1 წლისთავთან დაკავშირებით უკრაინელებს მიმართავს და მათი სიმამაცით ამაყობს. ის დარწმუნებულია, რომ 2023 წელი აგრესორზე გამარჯვების წელი იქნება.

„24 თებერვალს მილიონობით ჩვენგანმა გააკეთა არჩევანი: არა თეთრი, არამედ ცისფერ-ყვითელი დროშა; არა გაქცევა, არამედ შეხვედრა... შეხვედრა მტერთან. დაპირისპირება და ბრძოლა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბრძოლის გასული წელი ტკივილის, თანაგრძნობის, რწმენის და ერთობის წელი იყო.

„ეს ჩვენი უძლეველობის წელია. ვიცით, რომ ეს იქნება ჩვენი გამარჯვების წელი“ - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლში კი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს:

„ჩვენ ძლიერები ვართ. ყველაფრისთვის მზად ვართ. გავიმარჯვებთ ყველაზე, რადგან ჩვენ უკრაინა ვართ! - ეს სიტყვები მე ერთი წლის წინ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების პირველი მიმართვისას ვთქვი. მაშინ არ ვიცოდით რა იქნებოდა მომავალში, მაგრამ ზუსტად ვიცოდით, რომ ყოველი ხვალინდელი დღისთვის უნდა გვებრძოლა! ზუსტად ერთი წელია რაც ვდგავართ“, - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინა გაუძლებს მუქარას, ბომბებს, ფრთოსან რაკეტებს, კამიკაძე დრონებს, სიცივეს, რადგან უკრაინელები ამ ყველაფერზე ძლიერნი არიან", - აცხადებს ზელენსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები