მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, Yandex-ის შემოსავლები მკვეთრად იზრდება

62dff2b16462c
გიორგი თოლორდავა
26.07.22 18:17
1179
მოსკოვში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანია Yandex კვარტალურ შედეგებს აქვეყნებს - ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ Google-ის რუსულმა ანალოგმა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 118 მილიარდი რუბლის ($2 მლრდ) შემოსავლის მიღება შეძლო, რაც 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

კომპანია ტექნოლოგიურ ბაზარზე რამდენიმე ძირითადი პროდუქტითაა წარმოდგენილი, მათ შორისაა: საძიებო სისტემა, ელექტრონული ფოსტა, რუკა, Cloud სისტემა, მონაცემთა ანალიზის პლატფორმა, ციფრული მარკეტინგის სერვისი, ვიდეო თამაშების პლატფორმა, ახალი ამბების სააგენტო და ტაქსის სერვისი.

კომპანიის წარმომადგენლობის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და საერთაშორისო სანქციების დაწესების ფონზე, ბიზნესსაქმიანობა გართულებულია, განსაკუთრებით შემცირებულია უცხოური ინვესტიციების ნაკადი, თუმცა კომპანია შემოსავლის ზრდას ახერხებს, რაც, უმეტესწილად, რუსული ბაზრიდან დასავლური კომპანიებისა და Yandex-ის კონკურენტი პლატფორმების გასვლითაა განპირობებული.

საგულისხმოა, რომ უშუალოდ Yandex-ის წინააღმდეგ დასავლეთს სანქციები არ დაუწესებია, თუმცა რუსული ბაზრიდან ინვესტიციებისა და კაპიტალის გადინების პრობლემა ტექნოლოგიურ გიგანტზეც ნეგატიურად აისახა.

აქციონერთათვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ მომავალში კომპანია გეოპოლიტიკური ვითარების დასტაბილურებას და უცხოური ინვესტიციების აღდგენას მოელის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები