მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-უკრაინის ომმა ავტომობილების საექსპორტო ბაზრები შეცვალა

62625ebf04dfc
ნინო ტაბატაძე
22.04.22 13:45
4364
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანმა შეჭრამ საქართველოს ავტობაზარი შეცვალა.

უკრაინა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტით საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო. გასულ წელს ამ ქვეყანაში 88 მლნ დოლარის ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა და საექსპორტო ბაზრებს შორის მეორე ადგილი ეჭირა, თუმცა მარტიდან ვითარება რადიკალურად შეიცვალა. თუ იანვარსა და თებერვალში უკრაინაში 3.03 - 3.86 მლნ დოლარის ავტომობილები გადიოდა, მარტში ექსპორტი 226 ათასი დოლარამდე დაეცა.

I კვარტალში მთავარ საექსპორტო ბაზრების TOP - ხუთეულში დაწინაურდნენ შუააზიური ქვეყნები - ყაზახეთი და ყირგიზეთი. გასული წლის ამავე პერიოდში ორივე ქვეყანა ხუთეულს მიღმა იყო და მე-7 - მე-8 ადგილებს ინაწილებდა.

ავტომობილების საექსპორტო ბაზრები, 2022 წლის I კვარტალი

• აზერბაიჯანი - $50.89 მლნ
• ყაზახეთი - $9.5 მლნ
• ბელგია - $8.3 მლნ
• უკრაინა - $7.15 მლნ
• ყირგიზეთი - $3.6 მლნ

ავტომობილების საექსპორტო ბაზრები, 2021 წელი

• აზერბაიჯანი - 248.3 მლნ დოლარი
• უკრაინა - 88.06 მლნ დოლარი
• ყაზახეთი - 23.48 მლნ დოლარი
• ყირგიზეთი - 17.7 მლნ დოლარი
• ბელგია - 17.4 მლნ დოლარი
• რუსეთი - 17.2 მლნ დოლარი
• არაბთა გაერთიანებული საამიროები - 8.99 მლნ დოლარი
• ტაჯიჯეთი - 7.3 მლნ დოლარი
• მოლდოვა - 6.8 მლნ დოლარი
• სომხეთი - 6.3 მლნ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები