მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსეთ-უკრაინის ომმა პარფიუმერიის შემოტანის პროცესი შეაფერხა” - “ვულე ვუ”

62deb2b2dd397
ლიკა გურაბანიძე
25.07.22 22:49
643
“რუსეთ-უკრაინის ომმა ბაზარზე ვითარება შეცვალა და თავის მოვლის, პარფიუმერიის, თუ კოსმეტიკური საშუალებების პროდუქციის ქვეყანაში შემოტანის პროცესი შეაფერხა.” - ამის შესახებ bm.ge-ს “ვულე ვუს” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო ნოდიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ვითარება ამჟამად გაურკვეველია, თუმცა შემოდგომაზე სიტუაციის დასტაბილურებას ელოდებიან.

“მაკიაჟის, თავის მოვლის და პარფიუმერიის ცნობილ ბრენდებს პოსტსაბჭოთა ქვეყნების მომარაგებისთვის სათავო ოფისები უკრაინასა და მოსკოვში ჰქონდათ, დღეს ეს პროცესი შეფერხებული, ან შეჩერებულია. პანდემიამ მსოფლიოში ისედაც ყველაფერი შეაფერხა და როდესაც პანდემია მინელდა, შემდგომ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ახლა ბაზარზე გაურკვევლობაა და გადალაგება ხდება. დამკვეთების, ანუ ჩვენ მიერ შეკვეთების განთავსება ვეღარ ხდება. სანამ ლოგისტიკის საკითხი დალაგდება, პროდუქციის მიღებას ნებისმიერი საშუალებით ვცდილობთ.” - აღნიშნა ნინო ნოდიამ.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, საქართველოში კოსმეტიკური საშუალებების, მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი შემცირდა. კერძოდ, 2021 წლის პირველ 5 თვეში, საქართველოში 962.3 ტონა პროდუქცია შემოვიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 934.3 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები