საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ერთკვირიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 6%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 90 დოლარს აჭარბებს, WTI-ს ფასი კი 87 დოლარის ფარგლებშია.
ამ ტენდენციის ფონზე, Goldman Sachs-მა უახლესი პროგნოზი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, ბარელი ნავთობის ფასი 110 დოლარს მიაღწევს, ანუ Brent-ის ღირებულება დამატებით 20%-ით გაიზრდება. ამის მიზეზად ანალიტიკოსები რუსეთის ფედერაციის, საუდის არაბეთისა და OPEC-ის წევრი სახელმწიფოების მიერ გატარებულ პოლიტიკას ასახელებენ.
მოგეხსენებათ, საუდის არაბეთმა გლობალურ ბაზარს ნავთობის მიწოდება დაახლოებით მილიონი ბარელით შეუმცირა, რუსეთმა კი წარმოების მაჩვენებელი ნახევარი მილიონი ბარელით დააკორექტირა.
რამდენად ეფექტიანია რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციები?
სტუმარი: ედვრად ჩოუ - ენერგოუსაფრთხოების სპეციალისტი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;