მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ივნისიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტის გადასახადს $525-მდე გაზრდის

62728bc7dd9ba
ვიქტორია მღებრიშვილი
04.05.22 19:56
1914
რუსეთი 1-ელი ივნისიდან 1 ტონა მზესუმზირის ზეთზე ექსპორტის გადასახადს 372.2 დოლარიდან 525 დოლარამდე გაზრდის.

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მზესუმზირის შროტის ექსპორტისას ბაჟი 96.3-დან 105 დოლარამდე გაიზარდა. ინფორმაციას Interfax ავრცელებს.

აპრილში საექსპორტო ბაჟი 1 ტონაზე 313 დოლარი იყო, მარტში - 260.1 დოლარი, თებერვალში - 251.4 დოლარი, იანვარში - 280.8 დოლარი, 2021 წლის დეკემბერში - 276.7 დოლარი იყო, ნოემბერში - 194.5 დოლარი, ოქტომბერში - 227.2 დოლარი, ხოლო სექტემბერში - 169.9 დოლარი იყო.

ექსპორტის მცურავი ბაჟი რუსეთმა 2021 წლის 1 სექტემბრიდან აამოქმედა. აღნიშნული მექანიზმი 2022 წლის 31 აგვისტომდე იმოქმედებს.

ცნობისთვის, 15 აპრილიდან რუსეთმა მზესუმზირის ზეთზე კვოტირების მექანიზმი აამოქმედა რომლის მოცულობა 1.5 მლნ ტონაა, ხოლო მზესუმზირის შროტის კვოტის მოცულობა, მისი ვადაც 2022 წლის 31 აგვისტომდეა განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები