მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი, ჯერჯერობით, არაა დეფოლტზე, თუმცა ახლოსაა

62330335db5d6
შოთა ტყეშელაშვილი
17.03.22 13:49
2805
რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც დოლარში ნომინირებული სახელმწიფო ობლიგაციების კუპონის მომსახურებას შეეხება. სამინისტრო აცხადებს, რომ მათ 14 და 15 მარტს ამ ობლიგაციების სარგებელი (კუპონი) გადაიხადეს, რაც 117.2 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათ ეს თანხა მიმართეს ევროობლიგაციების ფინანსურ აგენტთან Citibank-ის ლონდონის ფილიალთან, ხოლო სარგებლის დარიცხვა უშუალოდ ამ საკორესპონდენციო ბანკის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

CNN-ის თანახმად, აშშ-მა მისცა უფლება საკორესპონდენციო ბანკს, რომ ობლიგაციის მფლობელებს მისი სარგებელი ჩარიცხვოდათ.

რუსეთის სახელმწიფო საგარეო ვალი 2022 წლის თებერვლის მდომარეობით, 59.5 მილიარდი დოლარია, აქედან უშუალოდ უცხოურ ვალუტაში ნომინირებული სესხი 18.7 მილიარდი დოლარია. აპრილის დასაწყისში რუსეთს მისი სახელმწიფო ობლიგაციების სარგებლის გადახდა უწევს, რაც 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

CNN-ის თანახმად, რუსეთის კერძო უწყებების და სახელმწიფო კომპანიების საკრედიტო ვალდებულებები დასავლური ფინანსური ორგანიზაციების მიმართ, ჯამში, 121 მილიარდი დოლარია.

რუსეთმა ბოლოს დეფოლტი 1998 წელს განიცადა.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთის საკრედიტო რეიტინგი ბოლოს 8 მარტს განაახლა და ის დეფოლტის მკვეთად გაზრდილი რისკების გამო "C" -მდე შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები