მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი Nord Stream 1-ით გაზის მიწოდებას განუსაზღვრელი ვადით აჩერებს

63125c0d56796
ალა ისპირიანი
02.09.22 23:30
660
31 აგვისტოს, რუსეთის სახელმწიფო კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომ სარემონტო სამუშაოების გამო Gazprom Nord Stream-ის გასადენით გაზის მიწოდებას 3 სექტემბრამდე აჩერებდა.

Financial Times-ის დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კი ირკვევა, რომ რუსეთი Nord Stream 1-ით გაზის მიწოდებას განუსაზღვრელი ვადით აჩერებს.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ფაქტი ევროპის ენერგომომარაგების საკითხს ამძაფრებს. მათივე ცნობით, ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც "დიდი შვიდეული" რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები