მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი "გაეროს", "ბისეკისა" და "პაბსეკის" ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დარღვევას აგრძელებს - ნიკოლაიშვილი

64552a5398847
BM.GE
05.05.23 20:40
927
4-5 მაისს, თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ ანკარაში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 61-ე სესია გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციის წევრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა. სესიის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა „პარლამენტის დიპლომატიის როლი მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად". პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის სახელით დელეგატებს რამაზ ნიკოლაიშვილმა მიმართა.

„საქართველო, როგორც ბისეკის და პაბსეკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა დაინტერესებულია ამ ორი ორგანიზაციის წარმატებული ფუნქციონირებითა და წევრ ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებით.

სამწუხაროდ, მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი თანამშრომლობის მცდელობებისა ჩვენ ვდგავართ ფუნდამენტური გამოწვევის წინაშე, კერძოდ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს არამარტო გაეროს არამედ თავად ბისეკის და პაბსეკის ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების აშკარა დარღვევას. ეს ორგანიზაცია ისწრაფვის, რომ შავი ზღვის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის რეგიონად, როგორც ეს ბისეკის ქარტიაშია აღნიშნული. თუმცა მიმდინარე ომსა და ჰუმანიტარულ კრიზისს უკრაინაში მივყავართ დამანგრეველ შედეგემებამდე ჩვენს რეგიონში.

ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობები არა მხოლოდ აფერხებს შავი ზღვის რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს, არამედ ძირს უთხრის ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების მთლიან არქიტექტურას. ამ კრიზისმა კიდევ ერთხელ აჩვენა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობა საერთო გამოწვევების მოსაგვარებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონზე, არამედ მთელ მსოფლიოზე", - განაცხადა მან. 

ზედიზედ მეორედ ასამბლეამ, საქართველოს დელეგაციის ჩათვლით, მხარი არ დაუჭირა რუსეთის ფედერაციის ეროვნული დელეგაციის წევრებისათვის მანდატების დამტკიცების საკითხს.

გენერალური ასამბლეის ფარგლებში რამაზ ნიკოლაიშვილმა ორხმრივი შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან მუსტაფა შენტოფთან სადაც განიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრა ასევე გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის ეროვნული დელეგაციის ხელმძღვანელთან ანა პურტოვასთან. შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. რამაზ ნიკოლაიშვილმა საქართველოს პარლამენტის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები