პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია სამხედრო ხარჯებს მკვეთრად ზრდის.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარი-მარტის პერიოდში შეიარაღებაზე 928 მილიარდი რუბლი გამოიყო, რაც 11.9 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია.
შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში თავდაცვის ბიუჯეტი 628 მილიარდ რუბლს შეადგენდა, რაც 8 მილიარდი დოლარი იყო. 2021 წლის იანვარი-მარტის ბიუჯეტი კი 576 მილიარდი რუბლი იყო, ანუ 7.4 მილიარდი აშშ დოლარი.
გასულ წელთან შედარებით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხარჯები თითქმის 48%-ითაა გაზრდილი; 2021 წელთან შედარებით კი ზრდის მაჩვენებელი 60%-ს აჭარბებს.