მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი თურქეთ-საქართველოსთან საბორნე მომოსვლის დაწყებაზე საუბრობს

ბორანი

რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმირ პადალკო რუსეთ-საქართველოს ბიზნესს საბჭოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ საქართველოსთან და რუსეთთან საბორნე მიმოსვლა დაიწყება. 

„ვისაუბრეთ თურქეთი-საქართველო-რუსეთის საზღვაო საბორნე მომსახურებაზე. 150 მანქანაზე და 300 მგზავრზე გათვლილი ბორანი ამოქმედდება, რომელიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს. ეს არ გადაჭრის პრობლემას [საქართველოსთან ლოგისტიკის შესახებ], მაგრამ ეს მაინც დამატებითი ზომაა“, - აცხადებს პადალკო, რომლის კომენტარსაც რუსულ სახელმწიფო სააგენტო TASS ავრცელებს.

მისივე თქმით, შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხიც იქნა განხილული.

BMG საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსაც დაუკავშირდა და მათგან პასუხს მიღებისთანავე გავავრცელებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები