რუსეთი ხორბლის, ქერისა და სიმინდის საექსპორტო გადასახადების ფასების საწყის თანხას ზრდის - ინფორმაციას Reuters-ი შაბათს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხორბლის ექსპორტზე გადასახადების საწყისი ფასი ერთ ტონაზე 17 000 რუბლით (დაახლ. $220) განისაზღვრა და ძალაში პირველ ივნისს შევა. ამ დრომდე ხორბლის საექსპორტო გადასახადი ერთ ტონაზე 15 000 რუბლი იყო.
რაც შეეხება სიმინდსა და ქერზე დაწესებულ გადასახადებს, საექსპორტო ფასი ამ შემთხვევაშიც ერთ ტონაზე 2 000 რუბლით გაიზრდება და 15 875 რუბლს მიაღწევს.