მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღების პეტიციას ხელს 13 ათასზე მეტი ადამიანი აწერს

62ebacf752b37
BM.GE
04.08.22 15:23
2212
რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ პეტიციას, რომელიც გუშინ გავრცელდა, ხელს ამ დროისთვის 13 ათასზე მეტი ადამიანი აწერს. 

მოქალაქე გიორგი იმედაშვილის ავტორობით მომზადებული პეტიციის ტექსტი ასეთია:

"დაწესდეს რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც წლის განმავლობაში რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეები 3 თვეზე მეტი დროით ვერ შეძლებენ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, რაც უზრუნველყოფს რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის საქართველოში მოგზაურობას".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები