მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მთავრობა ეკონომიკური ზრდის შენელებას პროგნოზირებს

მოსკოვი

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს სჯერათ, რომ ქვეყნის ეკონომიკა უკრაინაში მიმდინარე ომის ხარჯებთან და სანქციებთან უკვე ადაპტირდა და მომდევნო წლებში ის ზრდას გააგრძელებს.  

რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მომდევნო ორ წელში 2.3%-მდე შენელდება. ასეთია ქვეყნის მთავრობის მაკროეკონომიკური პროგნოზი, რომელიც მთავრობის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც პრემიერი მიხაილ მიშუსტინი უძღვებოდა.

როგორც Bloomberg წერს, 2026 წელს ეკონომიკური ზრდის კიდევ 2.2%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი. მთავრობის პროგნოზი ცენტრალური ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მიჰყვება. აღნიშნულ საპროგნოზო მაჩვენებელს ქვეყანა მომდევნო წლის ბიუჯეტის დასაგეგმად გამოიყენებს, რომელიც როგორც Bloomberg აღნიშნავს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დიდი წნეხის ქვეშაა. კერძოდ, უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე ქვეყანას სხვადასხვა სახის სანქცია და შეზღუდვა დაუწესდა, რამაც შეამცირა ენერგორესურსების ექსპორტის შემოსავლები, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს ბიუჯეტის შემოსავლებზე.

მიმდინარე წელს რუბლს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა განვითარებად ბაზრებს შორის და აგვისტოში ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 100 რუბლს გადააჭარბა. ამის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, რუბლის წლიური საშუალო გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 87.4 დოლარს არ გადააჭარბებს, ინფლაცია 4%-თან ახლოს იქნება, რაც სამიზნე მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები