რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ქართულ ინტერნეტ საიტებზე განხორციელებული „ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმის“ ბრალდებას პასუხობს.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქართული მხარე არ უარყოფს რუსეთის დემონიზების თემას და უერთდება საერთაშორისო საზოგადოების ბრალდებას, რასაც ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს არ უნდა მიიღოს გაკვეთილი 2019 წლის ავიაემბარგოდან.
„საქართველოს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების ხელისუფლების მიერ ქართულ ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და ოპერაციულ სისტემებზე რუსეთის მიმართ წამოყენებული ბრალდებებთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ:
სახეზე გვაქვს დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული აშკარად დადგმული ინფორმაციის გავრცელება. საქართველოს ელექტრონულ ინტერნეტ ქსელებში რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან მავნებლური მონაწილეობის არანაირი მტკიცებულება არ არსებოს და არც შეიძლება, რომ არსებობდეს.
ყურადღებას იქცევს ვაშინგტონის, ლონდონის, თბილისისა და სხვა ქვეყნების სინქრონული პროპაგანდისტული აქციები. 4 თვე დასჭირდათ იმისთვის, რომ ამ პრეცენდენტზე პასუხისმგებლად რუსეთი დაესახელებინათ, რომელსაც ვითომდა გასული წლის 28 ოქტომბერს მოხდა. ყველა ბრალდება წარმოდგენილია უღირსი სულისკვეთებით «highly likely».
სამწუხაროა, რომ საქართველოშიც არ უნდათ უარყონ რუსეთის დემონიზების თემა და მიიღონ გაკვეთილი გასული წლის კრიზისიდან გამომდინარე. ყველაფერი ეს კი დამატებით ართულებს ისედაც რთულ ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ არსებული უთანხმოების დაძლევა და პროცესების ნორმალიზების გაგრძელება რუსი და ქართველი ერის ძირეულ ინტერესებს პასუხობს. გვესმის, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც ეს არ აწყობთ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.