მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა საქართველოს სავიზო რეჟიმი გაუუქმა

645b6f1bc254d
ვიქტორია მღებრიშვილი
10.05.23 14:14
2112
რუსეთმა საქართველოს სავიზო რეჟიმი გაუუქმა. შესაბამის ბრძანებებს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს მოაწერა ხელი, რომელიც რუსეთის სამართლებრივი დოკუმენტების სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები 15 მაისიდან რუსეთში შესვლასა და გასვლას ვიზების აღების გარეშე შეძლებენ. ვიზები იმ მოქალაქეებისთვის მოიხსნება, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ვიზიტს 90 დღის პერიოდით გეგმავენ. იმ შემთხვევაში თუ ვიზიტი სამუშაო მიზნებით, ან 90 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, მაშინ საქართველოს მოქალაქეებს ვიზების აღება მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები