მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა ხერსონში მცხოვრებ მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა

63496c1d8d903
გიორგი არონია
14.10.22 18:09
763

რუსეთის ფედერაციამ მის მიერ ოკუპირებულ ხერსონში მცხოვრებ მოქალაქეებს ყირიმისა და რუსეთის მიმართულებით ევაკუაციისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ The New York Times-ი წერს. როგორც ჩანს, აღნიშნული მოწოდება კონტრშეტევაზე გადასული უკრაინული ჯარისგან მომავალ საფრთხეს უკავშირდება - ასე ფიქრობს უკრაინული მხარეც, რომელთა თქმით, ევაკუაცია რუსეთის მხარეს დათესილ პანიკას აღნიშნავს.

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალური მოსკოვის აღნიშნული მოწოდება  რუსეთის ვიცე-პრემიერის, მარატ ხუსნულინის მიერ 13 ოქტომბერს გაჟღერებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელიც „მოქალაქეთა წასვლის ხელშეწყობის ორგანიზებას“ ისახავს მიზნად. თავად ეს დოკუმენტი ხერსონში რუსეთის მიერ დასმული მმართველის და უკრაინის მთავრობის მიერ მოღალატედ მიჩნეული ვოლოდიმირ სალდოს თხოვნას უკავშირდება. როგორც ირკვევა, ხერსონის რეგიონიდან ოკუპირებულ პირველ მოქალაქეებს რუსეთში, როსტოვის რეგიონში დღეს ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა სამხედროებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში მიმდინარე თვის დასაწყისში შეაღწიეს და მას მერე, ქალაქ ხერსონსაც მიუახლოვდნენ. როგორც უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სამინისტროს ინფორმაციიდან ვიგებთ, გასულ თვეს, უკრაინის არმიამ 600-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დაიბრუნა, მათ შორის 75 - ხერსონის რეგიონში.

ცნობისთვის: ხერსონი ერთ-ერთია იმ ოთხი უკრაინული რეგიონიდან, რომელთა ანექსირება ვლადიმირ პუტინმა მიმდინარე თვეს მოახდინა. რუსეთის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება დაგმეს, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ასევე ცივილიზებული სამყაროს სახელმწიფო მეთაურებმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები