მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში დაბადებული იური მილნერი უკრაინელ ლტოლვილებს $100 მილიონით დაეხმარება

626bc889a1c14
გიორგი თოლორდავა
29.04.22 23:00
1060
რუსეთში დაბადებული ებრაელი მეწარმე და ინვესტორი, იური მილნერი ომით დაზარალებული უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 100 მილიონ დოლარს გამოყოფს.

Forbes-ის ინფორმაციით, მილნერმა ახალი საქველმოქმედო ინიციატივა Tech for Refugees დაიწყო, რომელშიც თავად მილნერის ოჯახის გარდა, მსხვილი გლობალური კომპანიებიც მონაწილეობენ, მათ შორის, Airbnb, Spotify და Flexport.

იური მილნერი Mail.ru ჯგუფის თანადამფუძნებელია, თუმცა მისი ქონების უდიდესი ნაწილი არა რუსეთის ფედერაციას, არამედ აშშ-ს, სილიკონის ველს უკავშირდება. ის ცნობილია სხვადასხვა ტექნოლოგიურ სტარტაპებში განხორციელებული ინვესტიციებით, მათ შორის ყველაზე წარმატებული მაგალითი კი Facebook-სა და Twitter-ს უკავშირდება.

„განადგურებულნი ვართ უკრაინელების ტანჯვით. ვფიქრობთ, რომ ამ ინიციატივას შეუძლია უკრაინელ ხალხს დახმარება გაუწიოს“, - განაცხადა მილნერმა.

Tech for Refugees ინიციატივა იმ უკრაინელ ლტოლვილებზე იქნება ფოკუსირებული, რომელთაც რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო სამშობლოს დატოვება მოუწიათ.

„მამაჩემის ოჯახი წარმოშობით უკრაინელია და ბავშვობაშიც მრავალი წელი გავატარე იქ. ახლა ჩვენი მოვალეობა ლტოლვების გადაუდებელ საჭიროებებზე დაუყოვნებლივი რეაგირებაა“, - განაცხადა იური მილნერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები