მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში ევროკავშირიდან ექსპორტი არასანქცირებულ სექტორებში, საშუალოდ, 10%-ით შემცირდა - ჯოზეფ ბორელი

ბორ

ევროკავშირის ექსპორტი არასანქცირებულ სექტორებში, საშუალოდ, 10%-ით შემცირდა -ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებზე საუბრისას თქვა. 

როგორც ის წერს, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს, თუმცა ომის მიმდინარეობის განმავლობაში, რუსეთში ევროკავშირის ექსპორტი არასანქცირებულ სექტორებშიც შემცირდა. 

"2021 წელთან შედარებით, 2022 წელს რუსეთიდან ევროკავშირში მთლიანი იმპორტის 58% შეწყდა - ეს არის უპრეცედენტო შემცირება. რუსეთიდან არაენერგეტიკული საქონლის იმპორტი 60%-მდე შემცირდა, ყველაზე თვალსაჩინო ვარდნაა რკინისა და ფოლადის, ძვირფასი ლითონებისა და ხის მასალის იმპორტზე. არაენერგეტიკული საქონლის იმპორტის შემცირება 2023 წლის პირველ კვარტალში 75%-ზე მეტია, ხოლო ენერგეტიკული საქონლის კიდევ უფრო დიდია და 80%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ექსპორტს, ევროკავშირიდან რუსეთში საქონლის მთლიანი ექსპორტი ომამდე პერიოდის წლიურ მაჩვენებელზე 52%-ით დაბალი იყო. ამასთან, ევროკავშირიდან რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი, რომლებიც აუცილებელია იმ აღჭურვილობისა და იარაღის წარმოებისთვის, რომელსაც რუსეთი ომის საწარმოებლად იყენებს, 2022 წელს 2019-2021 წლებთან შედარებით 78%-ით შემცირდა.

თუმცა, იმ სფეროებშიც კი, რომლებიც არ ექვემდებარება სანქციებს, ევროკავშირის ბევრმა კომპანიამ შეწყვიტა ვაჭრობა რუსეთთან და ევროკავშირის ექსპორტი არასანქცირებულ სექტორებში საშუალოდ 10%-ით შემცირდა", - წერს ჯოზეფ ბორელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები