რუსეთში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ყალბი სასაზღვრო პუნქტი ჰქონდა აშენებული ტყეში ფინეთის საზღვართან ახლოს და აზიელ მიგრანტებს ატყუებდა, რომ მათ ევროკავშირში გადაიყვანდა.
კერძოდ, რამდენიმე მიგრანტს მან 10 000-ზე მეტი დოლარი გამოართვა და დაჰპირდა, რომ ფინეთის საზღვარს გადაალახვინებდა. ამის შესახებ რუსეთის სასაზღვრო დაცვის სამსახური იტყობინება.
როგორც რუსული მედია წერს, მან ოთხი მიგრანტი მოატყუა და ყალბ საზღვარზე გაატარა, მიგრანტებმა გზა ტყეში გააგრძელეს, მოგვიანებით კი ნამდვილმა მესაზღვრეებმა შეაჩერეს. დაკავებული არიან თავად მსხვერპლი მიგრანტებიც. სამართალდამცავი უწყებები არ აკონკრეტებენ, თუ რომელი ქვეყნიდან არიან ისინი.