რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი დიმიტრი პატრუშევი აცხადებს, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტმა, შესაძლოა, მოსავლის აღება და ზამთრის სამუშაოები შეაფერხოს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“ეს იქნება კატასტროფა”, - თქვა პეტრუშევმა.
ვითარების დასასტაბილურებლად მინისტრი ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეჩერების ინიციატივით გამოვიდა. პატრუშევის თქმით, უწყება ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად, ფერმერებისთვის საწვავ-საპოხი მასალების მიწოდების საკითხზე მუშაობს.
„საწვავის პრობლემა აშკარაა, რომელსაც ყველა უნდა გაუმკლავდეს“, - თქვა პატრუშევმა.
სამუშაოების შესასრულებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნოემბრამდე 500 ათასი ტონა საწვავია საჭირო.
მარტში ენერგეტიკის სამინისტრომ მზადყოფნა გამოთქვა, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნიდან ბენზინის ექსპორტი შეზღუდოს.