მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში წლიური ინფლაცია 3.5%-მდე შემცირდა

643937c969c4d
გიორგი თოლორდავა
14.04.23 15:30
837
რუსეთის ფედერაციის მასშტაბით მარტში წლიური ინფლაციის დონე 3.5%-მდე შემცირდა, რაც ომის დაწყების შემდეგ დაფიქსირებული მინიმალური მაჩვენებელია.

შედარებისთვის, წინა თვეს წლიური ინფლაცია 11%-ს შეადგენდა, მონაცემების მკვეთრი ვარდნა კი არა უშუალოდ სამომხმარებლო ფასების შემცირებით, არამედ მაღალი საბაზო ეფექტითაა განპირობებული.

მოგეხსენებათ, გასულ წელს, ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში რუსეთის მასშტაბით ფასების მკვეთრი ზრდა დაიწყო, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კი სწორედ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამოითვლება, რაც ასეთ დაბალ მაჩვენებელს განაპირობებს.

ეროვნული ბანკის განმარტებით, რუსეთში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ნამდვილად შენელებულია, რაც მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი შემსუბუქების საშუალებას იძლევა.

ცნობისთვის, გასულ თვეს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 7.5%-იან ნიშნულზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კომიტეტი მომდევნო შეხვედრაზეც განაკვეთს უცვლელად დატოვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები