მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი - შოლცი

63984f09ccd33
მარიამ ვარადაშვილი
13.12.22 14:17
467
გერმანია რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს განახლებას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ განიხილავს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

გერმანიის კანცლერი კვლავინდებურად მიიჩნევს, რომ კიევთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევამდე და უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის გაყვანამდე, დასავლეთმა სანქციების მოხსნაზე არ უნდა იფიქროს. თუმცა შოლცი ასევე აცხადებს, რომ როგორც კი რუსეთი უკრაინაში ომს დაასრულებს, ეკონომიკური თანამშრომლობის განახლების შესაძლებლობა უნდა მისცენ.

აღსანიშნავია, რომ ომის გამო გამოწვეული ენერგოკრიზისი გერმანიას ყველაზე მეტად შეეხო და მოსალოდნელია, რომ გავლენა 2023 წელს უფრო თვალსაჩინო იქნება, რაც ეკონომიკის რეცესიასაც გამოიწვევს. უმთავრესად ენერგეტიკული კრიზისის გამო IMF-ის განახლებული პროგნოზით, 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა 0.3%-ით შემცირდება.

ცნობისთვის, წლიურად, გერმანია დაახლოებით 100 მილიარდ კუბურ მეტ გაზს მოიხმარს, რომლის 55%-ს ქვეყანა რუსეთიდან Nord Stream-ის გაზსადენით იღებდა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა სრულად გაჩერებულია. პარალელური გაზსადენი Nord Strem 2, რომლის მშენებლობაზე 10 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, თავად გერმანიამ გააჩერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები