მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას გამოკითხულთა 46% ეწინააღმდეგება - IRI

64479b991fc76
მარიამ ვარადაშვილი
25.04.23 13:34
735
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48% რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას ემხრობა, 46% კი წინააღმდეგია. 6% კი ან უარს ამბობს პასუხზე ან პოზიცია არ აქვს. 

კერძოდ, კვლევის თანახმად, 23% სრულად 25% კი ნაწილობრივ ემხრობა ემხრობა რუსეთთან ფრენების აღდგენას. მკაცრად ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლის დაწყებას გამოკითხულთა 34%, ხოლო 12% ნაწილობრივ ეწინააღდეგება ამ პროცესს.

გამოკითხულთა 66% საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას არ ემხრობა. აქედან 37% ფიქრობს, რომ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველო უნდა დატოვონ სანამ ქვეყანას ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დაუბრუნებენ. გასული წლის სექტემბერთან შედარებით 11%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას ეწინააღმდეგებიან.

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა „გამოკითხვისა და მარკეტინგის“ ინსტიტუტმა, დააფინანსა – USAID-მა. მონაცემები შეგროვდა 2023 წლის 4-23 მარტს, რესპონდენტთა სახლში პირისპირი ინტერვიუებით.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სწრულწლოვანმა, 1500-მა მუდმივმა მაცხოვრებელმა. გამოკითხულთა ასაკი, საცხოვრებელი ადგილი და დასახლების სიდიდე მთლიანი მოსახლეობის რეპრეზენტატიულია. კვლევაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა 63-მა პროცენტმა. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები