რუსთავის გზატკეცილზე ახალი, მულტიფუნქციური კომპლექსი გახსნა. კომპლესი „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურს, ავტომობილების მომსახურების ცენტრ „გრინვეისა“ და „მაკდონალდსის“ ფილიალს აერთიანებს.
„სოკარის“ ახალ კომპლექსში კაფე-მარკეტი „ვეი მარტიც“ გიმასპინძლებთ. მარკეტის ეს ფილიალი განახლებული კონცეფციითაა წარმოდგენილი. სივრცე უფრო დიდი და არასტანდარტულია. თან წასაღები წასახემსებლებისა და სასმელის გარდა, ახალ „ვეი მარტში“ სახლისთვის საჭირო პროდუქტების შეძენაცაა შესაძლებელი.
ახალ მულტიფუნქციურ კომპლექსში „სოკარი“ განსხვავებული ბრენდინგით გამოჩნდა. გარდა ამისა, აღნიშნულ ობიექტზე სერვისის მიღება ყველანაირი ავტომობილის მფლობელებს შეუძლიათ - ახალი კომპლექსში დამონტაჟებულია ელექტრომობილების დამტენებიც. ავტოგასამართ სადგურზე მოხვედრა ორი გზით შეიძლება - რუსთავის გზატკეცილიდან და მეორადი გზიდანაც.
გარდა რუსთავის გზატკეცილისა, „სოკარს“ საქართველოს მასშტაბით სხვა მულტიფუნქციური ფილიალებიც აქვს. კომპანია უკვე რამდენიმე წელია მუშაობს იმაზე, რომ მძღოლებმა ავტოგასამართ სადგურებზე მაქსიმალურად ბევრი სერვისი მიიღონ. „სოკარის“ მულტიფუნქციური კომპლექსები მდებარეობს თერჯოლაში, ურბნისსა და თბილისის შემოვლით გზაზე, მარტყოფში. ამ ობიექტებზე მომხმარებლებს არა მხოლოდ ავტოსერვისის, არამედ სხვა საჭირო მომსახურების მიღებაც შეუძლიათ. კომპლექსებში გაერთიანებულია მაღაზიები და კვების სხვადასხვა ობიექტი.
(რ)