მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავში 64 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება - ნინო ლაცაბიძე

6409d8cfabb82
ელენე გოგბერაშვილი
11.03.23 09:00
1944
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის გათვლებით, ქალაქში 2022-2023 წლების გარდამავალ პერიოდში 64 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ რუსთავის მერმა BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-ში განაცხადა. ნინო ლაცაბიძის თქმით, რუსთავში პროექტების განხორციელებით განსაკუთრებით დეველოპერული კომპანიები ინტერესდებიან.

„2020 წლიდან ძალიან მზარდია ინტერესი ახალი კომპანიების მხრიდან. ჩვენი დათვლით, 64 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება 2022-2023 წლების გარდამავალ პერიოდში. ძირითადი დაინტერესება არის დეველოპერული კომპანიების მხრიდან, რომლებიც სამშენებლო ბიზნესს აქტიურად აწარმოებენ, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შეხვედრები ისეთ კომპანიებთანაც, რომლებიც ჯერ არ არიან ქალაქში შემოსული და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ქალაქს, რომ საკვები ობიექტების სახით, სხვადასხვა ქსელური მაღაზიების, წიგნების თუ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების სახით იყოს წარმოდგენილი.

მთავარი გამოწვევა ქალაქში არის ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენი მცდელობაც მუნიციპალიტეტის არის ის, რომ შევქმნათ კარგი გარემო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მეორე, ბიზნესს შევუქმნათ ახალი საინვესტიციო გარემო, რომლითაც დაინტერესდებიან და რაც მთავარია ეს მოიტანს ახალ სამუშაო ადგილებს“,-განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები