მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავში კომპანია „რეტკომ" ვორქშოფების სერია „რუსთავი Business იდენტობის ძიებაში“ ჩაატარა

BM.GE
12.04.23 10:10
169
„რუსთავი ბიზნეს იდენტობის ძიებაში“ - ამ სახელწოდებით კომპანია რეტკომ ქალაქ რუსთავში ვორქშოფების სერია გაიმართება. ვორქშოფების სერია ერთი იდეისთვის დაიგეგმა რუსთავმა ბიზნეს იდენტობა უნდა იპოვოს და გახდეს უფრო შემოსავლიანი, უფრო წარმატებული უფრო უკეთესი ქალაქი იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. 

საკმაოდ პრაგმატული იდეაა და ძალიან სკულპულოზურად შერჩეული დღის წესრიგით არის ეს ყველაფერი გაკეთებული. კომპანიამ ვორკშოპების სერიისათვის სპეციალური ვებ გევრდიც შექმნა ერთ პლატფორმაზე მოუყარა თავი ინფორმაციას რისთვის, როგორ და რატომ შეიქმნა „რუსთავი ბიზნეს იდენტობის ძიებაში“. 

ელექტროენერგეტიკული კომპანია „რეტკო“ დღეისთვის 70 ადამიანს ასაქმებს და უახლოეს მომავალში დასაქმებულთა რაოდენობის 100-მდე გაზრდას გეგმავს. მიზნებშია „რეტკოს“ საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და ამისთვის გუნდის ადგილობრივი, რუსთაველი პროფესიონალი კადრებით გუნდის შევსებაა გეგმაში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები