წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესია, რომლის მოძღვარსაც კორონავირუსი დაუდგინდა, რამდენიმე დღით დაიკეტა, - ამის შესახებ bm.ge-ს საპატრიარქოს პრეს-სპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ეკლესია იქამდე იქნება დაკეტილი, ვიდრე ეკლესიის დეზინფექციისთვის იქნება საჭირო.
მისივე თქმით, ეკლესიის რამდენიმე წინამძღვაღი თვითიზოლაციაშია გადასული, ამიტომ ღვთისმსახურებას სხვა მღვდელმთავარი აღავლენს.