მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ნავთობის ფასი გაიზარდა | ენერგეტიკული ბირჟის მიმოხილვა

6433bc5699a1e
გიორგი თოლორდავა
10.04.23 11:51
506
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, ერთკვირიან ჭრილში ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 6%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 85 დოლარს აღწევს; WTI Crude-ის ღირებულებამ 7.5%-ით მოიმატა და 80 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბირჟაზე ბარელი Urals-ის ფასი 66 დოლარს აჭარბებს, რაც ერთ კვირაში თითქმის 14%-ით გაზარდილი მაჩვენებელია. 

Urals-ის ღირებულება ამჟამად თითქმის 6 დოლარით აჭარბებს ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ საფასო ლიმიტს.

რუსული ნავთობის გაძვირება პირდაპირ კავშირშია ჩინეთში საწარმოო აქტივობის მკვეთრ ზრდასთან. მოგეხსენებათ, ჩინეთი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ნავთობმომხმარებელია, შესაბამისად, მისი ეკონომიკური აქტივობის გააქტიურება პირდაპირ აისახება Urals-ის ფასზე.

გასათვალისწინებელია, რომ დასავლურ სახელმწიფოებს ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვთ რუსული ნავთობის იმპორტი, შესაბამისად, ზემოხსენებული ფასი ძირითადად აზიის ქვეყნებს და, მათ შორის, საქართველოს ეხება.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ევროპული ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ღირებულება მეგავატ-საათზე 43 დოლარს შეადგენს, რაც ბოლო 24 საათში დაფიქსირებული ვარდნის 3%-იანი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები