მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული რუბლი მკვეთრად გაუფასურდა - BBC

643156f02ad3f
სალომე ხიდურელი
08.04.23 16:00
1528
რუსული რუბლი ბოლო ერთი წლის ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა - ინფორმაციას BBC News ავრცელებს.

7 აპრილის დილის მონაცემებით, მოსკოვის ბირჟაზე 1 აშშ დოლარის ღირებულებად 82 რუბლი დაფიქსირდა.

რუბლი ასევე 2%-ით გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში და 90.06 რუბლი შეადგინა.

რუსული რუბლის ასეთი გაუფასურება ბოლოს 2022 წლის აპრილში ფიქსირდება, როდესაც აშშ დოლართან მიმართებით კურსი 135 რუბლი იყო. მას შემდეგ რუსული ვალუტის კურსი დასტაბილურდა, თუმცა ვარდნას აგრძელებს.

"ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამტკიცებდა, რომ რუსეთის ეკონომიკა მყარად იდგა შეზღუდვების წინააღმდეგ, თუმცა გასულ კვირას აღიარა, რომ სანქციებს შესაძლოა, ნეგატიური გავლენა ჰქონდეს რუსეთზე", - წერს BBC.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები