რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით - “რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება”.
აქციის მონაწილეების მოთხოვნებია, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დაუყოვნებლივ შეწყდეს და ასევე, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც დღეს სასტუმრო "ყვარლის ტბასთან" აქციაზე სამართალდამცავებმა დააკავეს.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.