მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული Wildberries საქართველოში, აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთში შესვლას გეგმავს - მედია

644f605264621
ვიქტორია მღებრიშვილი
01.05.23 11:00
1085
რუსული ონლაინ-რიტეილერი Wildberries აზერბაიჯანში, საქართველოსა და ტაჯიკეთში ოპერირების გაფართოების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას რუსული გამოცემები კომპანიის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ტატიანა ბაკალჩუკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

დღეისთვის ონლაინ-შოპინგის პლატფორმა რუსეთის გარდა, ისეთ ქვეყნებში ოპერირებს, როგორიცაა ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, ისრაელი და უზბეკეთი.

„ჩვენ დსთ-ის იმ ქვეყნებში ვფიქრობთ გაფართოებას, რომლებიც ჩვენსა და იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ჩვენ უკვე ვმუშაობთ. მაგალითად, როგორებიც არიან აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი და ასევე საქართველო“, - განაცხადა ბაკალჩუკმა და დასძინა, რომ ამ ბაზრებზე შესვლის ვადებზე საუბარი ნაადრევია.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია მიმდინარე წელს ბრუნვის გაორმაგებას გეგმავს. მისი ინფორმაციით, 2022 წელს Wildberries-ის ბრუნვა 98%-ით გაიზარდა და 1.669 ტრილიონი რუბლი შეადგინა. 2023 წელს კი კომპანია ამ რიცხვის 3 ტრილიონ რუბლამდე გაზრდას გეგმავს.

აღსანიშნია, რომ Wildberries-ი რუსეთში ონლაინ ვაჭრობის სფეროში, კომპანიის ინფორმაციით, 18 წელია ოპერირებს და დღიურად 7 მლნ-ზე მეტ შეკვეთას იღებს. მათივე მონაცემებით, პლატფორმა 2 მლნ კვ.მ. ფართობის სასაწყობე ფართებს მართავს, რომელშიც 350 მლნ-ზე მეტი საქონელია დასაწყობებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები