მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსულმა ძალებმა კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს...არიან დაღუპულები- BBC

649b33d398c48
ალა ისპირიანი
27.06.23 23:09
711
რუსულმა ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

BBC უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ სარაკეტო დარტყმების შედეგად რესტორანი და სავაჭრო ტერიტორია დაზიანდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაღუპა, 22 კი დაიჭრა.

"ვმუშაობთ ქალაქში დაჭრილთა და შესაძლო დაღუპულთა რაოდენობის დასადგენად. ეს არის ქალაქის ცენტრი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი. რესტორანი, რომელიც გადაჭედილი იყო მშვიდობიანი მოქალაქეებით“, – განაცხადა რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები