მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუთავის მერია ლიფტების სუბსიდირებისთვის წლიურად 1 მილიონს ხარჯავს

6368d8117667a
თათია ჩაფიჩაძე
12.11.22 11:00
620

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ადგილობრივი მერია ლიფტების სუბსიდირებისთვის წლიურად 1 მლნ ლარს ხარჯავს.

„საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას მერმა განმარტა, რომ რუსთავში 1 200-მდე ამორტიზებული ლიფტია, რომლის ეტაპობრივი ჩანაცვლება მიმდინარეობს, იქამდე კი მომსახურე კომპანიების ხარჯს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაფარავს.

„ლიფტები ძალიან სახალისო თემა იყო, მაგრამ, ალბათ, არა რუსთაველებისთვის, იმიტომ რომ ყოველდღიურად 70 ათასი ადამიანი სარგებლობს ლიფტით, რომლებიც მას შემდეგ დამონტაჟებულია, რაც ეს ქალაქი აშენდა. აქამდე არ იყო პროგრამა, რომლითაც ამ მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებდა. ამიტომ მივედით იქამდე, რომ ლიფტები აღარ იყო უსაფრთხო და იყო ამორტიზებული. ეს პრობლემა არჩევნებამდე მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოიკვეთა და მათ მოგვარების პირობა მივეცით.

მუნიციპალიტეტი ასუბსიდირებს იმ თანხას, რომელსაც მოსახლეობა აქამდე იხდიდა და ეს დაახლოებით 1 მილიონ ლარზე მეტია წლის განმავლობაში. ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც ემსახურებიან გარკვეული პირობებით, სტანდარტები გავუმკაცრეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პრობლემა ერთბაშად მოგვარდება და პარალელურად დავიწყეთ ახალი ლიფტების მონტაჟიც.

წლის განმავლობაში ჩვენ 140-მდე ლიფტი ჩავანაცვლეთ, ასევე ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რომელიც უფრო სწრაფი ტემპით წაგვიყვანს. რუსთავში 1 200-მდე ლიფტი გვაქვს ჯამში და გვინდა რომ ყველა მათგანი გავხადოთ ევროპული სტანდარტების“ - განაცხადა ლაცაბიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები