მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რვა თვეში საავტომობილო ზეთების იმპორტი გაიზარდა, საავიაციო ნავთის კი შემცირდა - ნავთობიმპორტიორთა კავშირი

იმპორტი
BM. GE
12.09.23 15:07
2

იანვარ-აგვისტოში საავტომობილო ზეთების იმპორტი გაიზარდა, საავიაციო ნავთის კი შემცირდა - ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

გაერთიანების ცნობით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 15,61 ათასი ტონა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (14,06 ათასი ტონა) შედარებით 1,55 ათასი ტონით ანუ 11%-ით მეტია.

მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა თურქეთიდან - 3,35 ათასი ტონა განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 21,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 2,98 ათასი ტონა (19,1%); გერმანია - 1,80 ათასი ტონა (11,5%), აზერბაიჯანი - 1,09 ტონა (7%);  და სხვ.

რაც შეეხება საავიაციო ნავთის იმპორტს, 2023 წლის პირველი 8 თვეში ქვეყანაში 81,8 ათასი ტონა საავიაციო ნავთი შემოვიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (83,7 ათასი ტონა) შედარებით 1,9 ათასი ტონით ანუ 2,3%-ით ნაკლებია.

მათ შორის, მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში  საავიაციო ნავთის იმპორტის 40,7%  (33,3 ათასი ტონა) თურქმენეთიდან განხორციელდა, 28,2% (23,1 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 14,7% (12 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან,  8,3% (6,8 ათასი ტონა) - მალტიდან; 8,2% (6,7 ათასი ტონა) - თურქეთიდან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები