მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair-ი Boeing-ისგან 75 ახალ ლაინერს ყიდულობს

5fc93054e260c
თამთა ჯიჯავაძე
03.12.20 22:35
986
ირლანდიურმა ავიაკომპანია Ryanair-მა Boeing-თან 75 ახალი ლაინერის MAX-8200-ის შეძენის კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული. შესყიდვის მიხედვით, Ryanair-ი ელოდება, რომ 2021 წლის დასაწყისისთვის მიიღებს პირველ ახალი მოდელის, ენერგოეფექტურ და ეკომეგობრულ ავიახომალდებს. Boeing-ი 75-ვე ლაინერის მიწოდებას ევროპული ავიაკომპანიისთვის 2024 დეკემბრამდე დაასრულებს.

ცნობისთვის, Ryanair-მა გასულ წელს 150 მლნ მგზავრი გადაიყვანა, ახალი ლაინერებით კი ის მგზავრთა რაოდენობას გაზრდის. მისი ავიაფლოტი კი 135-დან 210-მდე გაიზრდება.

ცნობისთვის, Boeing-ის MAX მოდელებს აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა სამსახურმა ოპერირების გაგრძელების ნებართვა უკვე მისცა პაუზის შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ მომხდარ ორ ავიაკატასტროფას უკავშირდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები